2026-10-22 17:18:48
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა დღეს ხაშურის ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.