ავტომობილი ცხენს დაეჯახა (ვიდეო)

2017-04-26 14:40:19

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გაჩიანში. ხიდთან ერთმანეთს, სადისტრიბუციო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კიდევ  ერთი ავარია მოხდა სოფელ გამარჯვების შესასვლელთან დღეს დილით, მსუბუქი ავტომობილი ცხენს დაეჯახა. ცხოველი ადგილზე დაიღუპა, ავტომობილის მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. ნახეთ ვიდეო.