მესტიაში 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

2020-03-23 16:22:27

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატალში, 13 წლის ბიჭი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ იარაღი გაუვარდა.

მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.