სწრაფ ტესტებს უკვე ველოდებით

2020-03-23 12:59:22

საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანას უკვე ველოდებით - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ახალი კორონავირუსის დასადგენად ტესტები საქართველოში ოთხ ეტაპად მოხდება.

"ტესტები საქართველოში მალე შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს, ასევე ეპიდემიოლოქებს იმისთვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონა ვირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება ოთხ ეტაპად, ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე ბოლო შემოტანას ჩვენ ველოდებით 5 აპრილისთვის. რაოდენობა არის საკმარისი, რომ მოხდეს დიდი ჯგუფების შემოწმება" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.