როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

2020-03-23 10:34:28

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 54
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3
კარანტინის რეჟიმში - 3254
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233

ინფორმაციას stopcov.gov.ge ავრცელებს

"დღეს დადასტურებულია 54 შემთხვევა, 3-მა პაციენტმა უკვე დატოვა, გუშინ კიდევ ჩავატარეთ განმეორებითი ტესტირება და კიდევ 5 პაცინტს ტესტის შედეგად დაუდგინდა რომ გამოჯანმრთელდა. 4 პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, ოთხივესთან არის შედარებით მაღალი ასაკობრივი ზღვარი და ასევე აქვთ თან არსებული დაავადებები. ჯერჯერობით არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან. გუშინ 12 პაციენტზე ჩატარდა კვლევა და 12-ივეს ტესტი იყო უარყოფითი, კიდევ 6 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.