მკვლელობა მარნეულში [photo]

2020-03-22 15:15:46

მკვლელობა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქურთლარში.

არსებული ინფორმაციით, ორ მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მკვლელობით დასრულდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, 27 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.