პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას ტოვებენ

2020-03-22 10:50:06

საქართველოში კორონავირუსისგან 3 პაციენტი უკვე განიკურნა.

"მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტამ დატოვა ჩვენი ცენტრი", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ინფიცირებულია 51 ადამიანი.