რამდენს დაუდასტურდა კორონავირუსი

2020-03-22 10:35:48

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 54
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3
კარანტინის რეჟიმში - 1966
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259

ინფორმაციას stopcov.gov.ge ავრცელებს

"ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს. მათ გუშინ უარყოფითი ტესტები ჩაუტარდათ. ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენრტში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.