ქუთაისში მამაკაცი მოკლეს

2020-03-21 18:31:30

მკვლელობა ქუთაისში.

არსებული ინფორმაციით თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი მოკლეს.

ასევე დაჭრილია ერთი მამაკაცი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

მკვლელობის ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.