კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-03-21 15:24:13

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.