დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

2020-03-21 10:49:06

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 3-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 47
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1
კარანტინის რეჟიმში - 1966
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259

ინფორმაციას stopcov.gov.ge ავრცელებს

"დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენთან - უარყოფითი პასუხია. პარალელურად, როგორც იცით, ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და გავიდა დაახლოებით 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება მათთან ტესტირება. ჯერჯერობით, დინამიურად გაუმჯობესელია, სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგის, რაც უკვე ნიშნავს, რომ ალბათ, იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც გამეორება უნდა, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.