მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დასრულდა.
სხდომის შემდეგ გაიმართა ბრიფინგი.
"კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ახლა გადავდივართ მისი შიდა გავრცელების წინააღმდეგ მეორე ეტაპზე, ახლა იძულებულები ვართ გადავდგათ ახალი ნაბიჯები, ამიტომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.