საკარანტინო წესების დარღვევაზე მოქალაქეებს სანქციები დაეკისრებათ.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
ცვლილების ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.