საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 1-ით გაიზარდა.
კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა- ამის შესახებ ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ტესტი ჩაუტარდა 15 პაციენტს, დადებითი კი მხოლოდ 1 შემთხვევაში აღმოჩნდა.
"ეს პაციენტი არის ბოლო 3 შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ახლა ჩვენ წევს 29 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 34
კარანტინის რეჟიმში - 1008
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64
ინფორმაციას stopcov.gov.ge ავრცელებს
შეგახსენებთ რომ 1 დაინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა.