დაინფიცირებულთა რიცხვი 33 გახდა

2020-03-15 19:53:21

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 33 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა რომ: 33 ინფიცირებულია ამჟამად, ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის, 1 მამაკაცი და 2 ქალი. სამივიე მათგანი კონტაქტში იყო მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებთან. ესენი არიან ე.წ. მესამეულები, ანუ მათ იციან ვისთანაც ჰქონდათ კონტაქტი. საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა მეოთხეული ანუ ისეთი ინფიცირებული რომელმაც არ იციან სად დაინფიცირდა.