რუსთავში ქალის ცხედარს ეძებენ

2020-03-15 12:29:57

რუსთავში ქალის ცხედარს ეძებენ.

მაშველები მდინარის ნაპირზე დაკვირვებას ახდენენ და მტკვრის სანაპირო ზოლზე საძიებო სამუშაოებს ახორციელებენ.

სამუშაოები ე.წ. "ახალი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ რომ, ორთაჭალაში, მტკვარში ქალი 2 კვირის წინ გადახტა, მდინარეში გაუჩინარებული ქალი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. ვარაუდობენ რომ ცხედარი შესაძლოა დინებამ რუსთავში ჩამოიტანოს.

ცხედარს უკვე თითქმის 2 კვირაა ეძებენ.