თბილისში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მტკვარში გადახტა.
არსებული ინფორმაციით, ქალი მამაკაცთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც გადმოვიდა და მტკვარში გადახტა. მამაკაცმა მისი შეჩერება ვერ მოახერხა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები.