ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ერთი ინფიცირებული არის პიროვნება, რომელიც წევს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ის იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, რომლისგანაც კიდევ სამი ადამიანი დასნეულდა, პაციენტ ნომერ ხუთთან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში, ორ ოჯახზეა საუბარი. ეს ახალი ინფიცირებული ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშაო შეასრულა და თავად როგორც ამბობს, ფული აიღო თავის საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო, მაგრამ ეს ზუსტად არავინ იცის.
კიდევ ხუთი ადამიანი, რომელიც გამოვლინდა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ერთი წარმომადგენელი წევს ჩვენთან უკვე მერვე დღეა და რომელსაც შვიდი დღის წინ დაუდასტურდა. ეს ხუთი პირი შვიდი დღის წინ იყო გამოკვლეული და მაშინ არ დაუდასტურდათ. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რადგან არ იყო საინკუბაციო პერიოდი გასული და ეხლა დაუდასტურდათ. ანუ ახლა ჩვენ გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენეთ რომ საქართველოში 8 ახალი შემთხვევა საღამოს დაფიქსირდა, ამ დროისთვის საქართველოში 23 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.