კორონავირუსის გავლენა მიმდინარე მოვლენებზე

2020-03-09 19:34:34

2 თვეზე მეტია, რაც მსოფლიომ ახალი სახეობის კორონავირუსის შესახებ გაიგო, რომელსაც 3886 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა.

ვირუსი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პარალელურად დიდი დარტყმას განიცდის მსოფლიო ეკონომიკა. 2016 წლის შემდეგ პირველად ვოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეჩერდა. მსოფლიოში დაეცა ნავთობის ფასიც და იგი თითქმის განახევრდა.

ჩაკეტილია ჩრდილოეთ იტალია და კარანტინში 16 მილიონამდე ადამიანია მოქცეული. აკრძალულია მასობრივი შეკრებები, დიდი ქორწილები და დაკრძალვებიც კი. გარდა ამისა, მუშაობა შეწყვიტეს ბარებმა და საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებუებების ნაწილმა. რესტორნები განაგრძონებ მუშაობას იმ პირობით, რომ თითოეულ სტუმარს შორის დაშორება ერთ მეტრზე მეტი იქნება.

იტალიაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო საპატიმროებში პაემნები აიკრძალა. ამი გამო პატიმრებმა აჯანყება მოაწყვეს. შეტაკებას 6 ადამიანი სიცოცხლე შეეწირა.

რაგბის ექვსი ერის მატჩი, სადაც ერთმანეთს საფრანგეთი და ირლანდია უნდა შეხვედროდნენ, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სპორტის მინისტრმა გაავრცელა.

ფიფამ და აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპოინატისთვის ჩასატარებელი საკვალიფიკაციო მატჩები გააუქმა, რომელიც მარტსა და ივნისში უნდა გამართულიყო.

მაყურებლების გარეშე ჩაივლის ოლიმპიური ჩირაღდნის ანთების ცერემონიალი. არის მოსაზრებებიც, რომ, თუკი ვირუსი ამ ტემპით განაგრძობს გავრცელებას, 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ან გაუქმდება ან გადაიდება. თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით ეს საფრთხე არ არსებობს.

კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში ემსხვერპლა.

ბოლო ინფორმაციით ქვეყანაში  ვირუსის შემთხვევები კლებულობს.
თუმცა ჩინეთისგან განსხვავაბით ვირუსი სწრაფად ვრცელდება მის გარეთ. ამ მხრივ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეას, იტალიასა და ირანს ჰყავს.

სამხრეთ კორეაში  ინფიცირებულია 7,755 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 61.

იტალიაში ინფიცრებულია 10,149, გარდაცვლილია 631.

ხოლო ირანში 8,042 ინფიცირებულია და გარდაცვლითა რიცხვი 291-ს აღწევს.

მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულია 119,246 ადამიანი, გარდაიცვალა 4,300, ხოლო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება 66,581 შეძლო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები