1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-გორის მაგისტრალზე.
იგოეთთან ერთმანეთს სამგზავრო მინივენი და ტრაილერი დაეჯახნენ. მინივენის მგზავრი, 39 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი და 5 მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.