საქართველოში კიდევ 5 მოქალაქეს დაუნდგინა კორონავირუსი

2020-03-05 21:37:26

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

"ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა ის ადამიანი ვინც კონტაქტში იყო მეოთხე დაავადებულ ადამიანთან. ყველა კონტაქტი დაკავშირებული არის იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან 5 არის დადებითი. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები. ისინი ერთად იყვნენ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. დღევანდელი ინფორმაციით უკვე 9 შემთხვევა გვაქვს, ყველა შემთხვევა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი. 5 ადამიანი დღეს საღამოს მოთავსებული იქნა კლინიკურ საავადმყოფოში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 9 ; კარანტინის რეჟიმშია - 162 ადამიანი ; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 45 პირი.