ქობულეთში, სოფელ ჭახათში მამაკაცმა ცეცხლს თავი ვერ დააღწია და გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ეზოში თივას წვავდა, რა დროსაც ცეცხლი მასაც მოეკიდა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.
ფოტო არ ასახავს რეალობას.