ხაშურში მამაკაცმა ცოლი დაჭრა

2020-03-05 15:29:39

ხაშურის ცენტრში ქმარმა ახალგაზრდა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. [ვიდეო/video]

მამაკაცი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფო რუსთავს მომხდარი დაუდასტურეს.

ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.

შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო.