თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლას 3 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.
ზვავის ჩამოწოლისას მასში 6 ადამიანი მოყვა. ორი მათგანის გამოყვანა მოხერხდა, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
სამწუხაროდ მაშველებმა დანარჩენი სამი გარდაცვლილი ნახეს.