საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას არ გეგმავს.
bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტა არ იგეგმება.
"ფრენებს რაც შეეხება, ისეთი გადაწყვეტილება, რაც ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ჯერჯერობით, იტალიასთან მიმართებაში არ იგეგმება, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებშიც ფრენები შეიზღუდა თავად ავიაკომპანიების მიერ"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო ინფორმაციით იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილების რიცხვით მეორე ადგილზეა. ვირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 2,502-ს მიაღწია.