სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლის სარდაფში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე საუბრობს.
მისი თქმით, სარდაფში ხშირად სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვა სრულწლოვანები იკრიბებიან და ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარენ. ახალგაზრდამ სოიალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა ფოტომასალა და პოლიციას აცნობა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფო რუსთავს განუცხადეს, გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მარიხუანის უკანონო შენახვა -გადაზიდვას, ან/და გასაღებას გულისხმობს. დაკითხვაზე უკვე იმყოფება სკოლის დირექტორი.