ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

2020-03-02 12:41:35

თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

უწყებაში დამატებით განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა წაღებული ბანკიდან თანხა, არ აკეთებენ.

ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.