მსხვერპლით დასრულდა ავარია ფოთში. ქალაქის შესასვლელში, კოკაიას ხეივნის მე-7 კილომეტრზე, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.