ყაჩაღობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში. 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი ყაჩაღებმა სასტიკად აწამეს და სახლიდან 2 500 ლარი წაიღეს.
ორივე მათგანი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება ქალს, მას ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული.