წყალტუბოში სანატორიუმში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სამზარეულოს ორი სართულის კედელი მთლიანად ჩამოინგა. ნანგრევები იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა.
სანატორიუმში მცხოვრები დევნილების თქმით, შემთხვევა დილის სამ საათზე მოხდა. მათივე თქმით, ხმაურზე გამოვიდნენ და ნახეს რომ შენობის ნაწილი იყო დანგრეული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან შემთხვევა ღამით მოხდა და ამის გამო არავინ დაშავებულა. როგორც დევნილები აცხადებენ, ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები. ისინი დახმარებას და შენობიდან გაყვანას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, შენობაში ასამდე ოჯახი ცხოვრობს.