კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

2020-02-29 13:13:38

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 93 შესაძლო შემთხვევა ფიქსირდებოდა. 93 ადამინიდან 31 ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული, 3-ს კი ლაბორატორიულად დაუდასტურდა კორონავირუსით დაინფიცირება.

"93 შესაძლო შემთხვევა გვქონდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.