მიწისძვრა საქართველოში

2020-02-28 23:50:07

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთადან 11 კილომეტრში, სოფელ ირში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:15 საათზე დაფიქსირდა.