ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს.
მათი დაკავება სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქის პირველი პირების დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს.
ამ დროისთვის დაკავებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება