საქართველოში კორონავირუსით მეორე ინფიცირებულმა, რომელიც იტალიიდან 26 თებერვალს ჩამოვიდა, შესაძლოა თავისივე თანამშრომელი დააინფიცირა.
საქართველოს ბანკი ადასტურებს რომ 31 წლის ქალი მათი თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, თავს შეუძლოდ გრძნობს ბანკის ამ თანამშრომლის გვერდზე მჯდომი კოლეგაც.
ამ ფაქტის გამო საქართველოს ბანკის სანზონის ერთ-ერთი ფილიალი, რომელშიც ინფიცირებული მუშაობდა, დროებით დაიკეტა და მუშაობა შეაჩერა.
კორონავირუსით ინფიცირებული ბანკის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს. ასევე მოწმდებიან ის ადამიანებიც, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.