ვინ არიან ჭოპორტში მოკლული დედა-შვილი

2020-02-28 14:04:05

დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში დღეს დილით 08:00 საათზე მამაკაცმა სანადირო თოფით დედა და და მოკლა.

სავარაუდო დამნაშავე 41 წლის ლაშა ქემბარაშვილია, რომელსაც მეზობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით სროლის შედეგად დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგზარდა ქალი, რომელიც დაკავებულის და არის, სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მამაკაცი სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს, მას შემთხვევის შედეგად მიმალვა არ უცდია და საკუთარი ნებით ჩაბარდა.