შემზარავ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა [photo]

2020-02-28 13:32:15

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ დარჩელის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ცოლ-ქმარი, დათო სოსელია და ნანა ჯალაღონია და მათი მეზობელი მამუკა ტურავა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ადგილობრივები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის კუზა ტორუას მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.