ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

2020-02-27 12:42:37

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცოტახნის წინ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ ახალგარდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19. 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკველელობის მცდელობას გულისხმობს.