საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2020-02-26 10:40:11

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ უკვე 30-40 წუთია საცობში იმყოფებიან.

შეზღუდული გადაადგილება მაგისტრალის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე ფიქსირდება.

როგორც სააგენტოს ერთერთმა მძღოლმა განუცხადა, აღნიშნულ მონაკვეთზე გაიარა ტრაილერმა, მოტეხა ნაძვის ტოტები რომელიც ავტომობილებს დაეცა.

არსებული ინფორმაციით საავტომობილო საცობი სწორედ ამ შემთხვევას მოჰყვა.