ავარიას ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-02-25 22:05:52

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძაში, სოფელ ტოლოშთან, რომელსაც ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, 29 წლის მამაკაცი კი ასპინძის საავადმყოფოში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.