ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

2020-02-25 16:34:33

ავარიას 5 ადამიანი ემსხვეპლა. შემთხვევა სამტრედიის შესასვლელთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა.

დაღუპულია მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო არ ასახავს რეალობას