დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ კალანდია სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებაში დამანაშავედ ცნო და 15 წელი პატიმრობა მიუსაჯა.
მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს . კალანდიას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა.
წინა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ. მან საკუთარ სიტყვაში რამდენჯერმე მიმართა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს. მიხეილ კალანდია ბრალს არ აღიარებს.
„ბატონო მოსამართლე, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება, მაგრამ ფაქტი ერთია, დანებებას არ ვაპირებ. ძალიან გთხოვთ, იყოთ სამართლიანი და ობიექტური. მე ეს ახლა ძალიან მჭირდება. ჩემი ბედი თქვენ ხელშია“, – განაცხადა კალანდიამ.