მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა

2020-02-23 14:18:20

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, რასაც ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.