ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსი დაამარცხა

2020-02-22 23:18:13

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

სპორტსმენი ძიუდოში 81კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურცაევი დაამარცხა.

ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.