თეირანი-თბილისი ავიარეისი შესრულდა

2020-02-22 21:38:40

თეირანი-თბილისი ავიარეისი შესრულდა.

აეროპორტში ჩამოსული მგზავრებიდან 4 ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

"კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს ირანის 4 მოქალაქე, რომელიც ჩამოსულია ირანიდან. ერთი არის ახალგაზრდა ქალი, სამი - ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივე მათგანი აეროპორტში სტანდარტულად შეამოწმეს და დაუფიქსირდა მომატებული ტემპერატურა. ახლა იწყებენ გამოკვლევებს, მათ ჩაუტარდებათ ყველა გამოკვლევა და პასუხი შემდეგ გვეცოდინება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ რომ, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.