რატომ მოკლა შვილმა მამა

2020-02-22 01:07:48

17 წლის მოზარდმა მამა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. 

არსებული ინფორმაციით კამათი მოზარდის მხრიდან მობილური ტელეფონის დალომბარდებას მოჰყვა. მამამ შვილს ახალი ტელეფონი განვადებით შეუძინა, შვილმა კი ტელეფონი დაალომბარდა, რასაც მამის მხრიდან სიტყვიერი კამათი მოჰყვა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, მისმა ბრალდებულმა შვილიშვილმა 50 წლის მამა სანადირო თოფით მაშინ მოკლა როცა მას ეძინა. მკვლელობის შემდეგ გვამი გადამალა და მეზობლებს უთხრა რომ მამამისი ტყეში იმყოფებოდა და სავარაუდოდ დაიკარგა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. 

RUSTAVI