ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში.
სოფელ ბობოყვათთან ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა. დაშავებული ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, შეჯახების შემდეგ კი ხრამში გადავარდა.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით დაიწყო.