რძის ნაწარმის შემოწმება

2020-02-19 11:57:06

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე, სხვადასხვა სახეობის 36 დასახელების პროდუქტი შეამოწმეს, რომელთაგან 5 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი.ge ავრცელებს.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს", - წერია მომხმარებელი.ge-ს ოფიციალურ განცხადებაში.

დარღვევები აღმოჩნდა:

არაჟანი ქობულეთური - მწარმოებელი: შპს ქობულეთური ტრეიდინგი/საქართველო

ნაღების კარაქი რანინა - მწარმოებელი:შპს რესპუბლიკა/საქართველო

სულგუნი -  მწარმოებელი: ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილი/საქართველო

ყველი იმერული - მწარმოებელი: შპს რძის ლაბორატორია/საქართველო

ყველი ქარხნული - მწარმოებელი: შპს მილკენი/საქართველო

RUSTAVI