საბავშვო ბაღში ხანძარია

2020-02-17 13:50:24

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში, ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში, სადაც საბავშვო ბაღი და სკოლაა განთავსებული ცეცხლი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხდა.

„მიმდინარეობას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, დაშავებული არავინ არაა, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 35 მეხანძრე-მაშველი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.