1 მოკლული და 1 დაჭრილი

2020-02-16 11:54:46

დღეს დილით მკვლელობა მოხდა გუდაურში. გარდაცვლილია 1 ადამიანი 1 კი მძიმედაა დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობა სავარაუდოდ  ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო.

ფოტო: მთავარი არხი