ახალი ინიციატივა სოც დაუცველებისთვის

2020-02-14 15:18:21

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტატუსის გადამოწმების დროს შემწეობა არ შეუწყდებათ.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განსახორციელებლად წელიწადში 5,4 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

ხუნდაძის განცხადებით ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის აპრილიდან შევა. მათ კონსულტაციები  ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიარეს.

"კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის მიღება. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა"- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძემ.